15:59 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 22:09:50, 1965 ნახვა

მსოფლიო
ნიდერლანდების უარი უკრაინას - „ვფიქრობ, საბოლოოდ ჩვენ არ მოვახდენთ ამ შეთანხმების რატიფიცირებას“

ვფიქრობ, საბოლოოდ ჩვენ არ მოვახდენთ ამ შეთანხმების რატიფიცირებას, ასე ეხმაურება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნის მთავრობა დიდი ალბათობით არ მოახდენს ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას. მისივე განმარტებით, მთავრობა აპრილში გამართული რეფერენდუმის შედეგებს გაითვალისწინებს, რომელზეც ნიდერლანდების მოსახლეობის უმეტესობამ ამ შეთახმების რატიფიციების წინააღმდეგ მისცა ხმა.

შეგახსენებთ, როგორც წესი, ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, შეთანხების ძალაში შესასვლელად საჭიროა, რომ მისი რატიფიცირება ყველა წევრმა ქვეყანამ მოახდინოს.

ცნობისთვის, აპრილში ნიდერლანდებში გამართულ რეფერენდუმზე  ამომრჩეველთა 61 პროცენტმა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას წინააღმდეგ მისცა ხმა, დოკუმენტს მხარი 38,2 პროცენტმა დაუჭირა. ამომრჩეველთა აქტივობამ 32 პროცენტი შეადგინა. საჭირო იყო, რომ რეფერენდუმში ამომრჩეველთა სულ მცირე 30 პროცენტს მიეღო მანაწილეობა.

ასევე, რეფერენდუმი რეკომენდაციული ხასიათის იყო და იურიდიულად მთავრობას მისი შედეგების შესრულებას არ ავალდებულებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics