01:26 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 11:21:20, 1643 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენმა გოდერძი თევზაძე მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მოინახულა, - ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"2016 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მონახულა. სახალხო დამცველმა პირადად ბრალდებულისგან მოისმინა საქმის დეტალები. გოდერძი თევზაძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და შიმშილობას განაგრძობს. უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს გოდერძი თევზაძის საქმის შესწავლას და ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე დასწრებასაც გეგმავს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics