13:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 17:33:22, 605 ნახვა

პოლიტიკა
ილია წულაიამ დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია წულაიამ დიღმის მასივის V კვარტალში მდებარე 140-ე საჯარო სკოლასთან მდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის, დიდუბის გამგეობასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრებმა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა.

„ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შეხვედრა დიდუბის მე-16 ოქლის მოსახლებასთან. ერთ-ერთი შეხვედრის დროს დავათვალიერეთ ეს ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში იყო მოუწესრიგებელი. გადავწყვიტეთ, მოგვეწესრიგებინა ეს ტერიტორია . ვფიქრობ, როდესაც ყველაფერი მოწესრიგდება და დასუფთავდება , აქ გაკეთდეს ლამაზი სკვერი, რომელშიც მოსახლეობა შეძლებს დასვენებას. შემოგვიერთდნენ ადგილობრივი მოსახლეობა და ბავშვები. ჩვენი ქალაქზე ისე უნდა ვიზრუნოთ, როგორც საკუთარ სახლზე“, - განაცხადა ილია წულაიამ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics