11:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 14:20:59, 536 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია: ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ამ დროისათვის 31 პროგრამას უწევს ადმინისტრირებას

„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ამ დროისათვის 31 პროგრამას უწევს ადმინისტრირებას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.  

დავით ნარმანიას თქმით, მის წინასაარჩევნო დაპირებებში გარკვეული ახლი პროგრამების განხორციელება და სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი თანხების მიმართვა იყო, რაც შესრულებულია და თბილისის მერიამ 10 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო. 

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი გაორმაგდა.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე კეთილმოეწყო 76 ბინიანი სოციალური საცხოვრისი. 

„ასევე, 2015 წლის დეკემბრამდე დედაქალაქში არ არსებობდა მიუსაფართა თავშესაფარი, დედაქალაქის ხელისუფლების ცვლილებიდან ერთ წელიწადში სოფელ დიდ ლილოში ფუნქციონირება დაიწყო 240 ბენეფიციარზე გათვლილმა თავშესაფარმა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თბილისის მერის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა საანგარიშო პერიოდში 19 ახალი მანქანა შეიძინა, რომლებიც აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics