11:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 11:01:33, 649 ნახვა

პოლიტიკა
ბრატისლავაში დღეს ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება

ბრატისლავაში დღეს ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები “ბრექსითის” შემდეგ ევროკავშირის მომავალზე იმსჯელებენ.

BBC-ის ცნობით, სამიტზე რაიმე გადაწყვეტილებების მიღება ან დოკუმენტების ხელმოწერა არ იგეგმება. ევროპელი ლიდერები მოლაპარაკებებს დახურულ კარს მიღმა გამართავენ.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ბრატისლავაში ევროკავშირის ლიდერებმა “პოლიტიკური ერთიანობის გრძნობა უნდა ააღორძინონ”.

ბრატისლავის სამიტის წინ ტუსკმა და ანგელა მერკელმა ევროპული ტურნე გამართეს და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდნენ, მათი პოზიციების გასაგებად.

6 სექტემბერს ვიშეგრადის ოთხეულის - პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა გამართეს შეხვედრა, რის შემდეგაც მათ აღნიშნეს, რომ ბრატისლავაში დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირის რეფორმის გეგმას წარადგენენ.

ამასთან, ევროპული მედიის ცნობით, ბრატისლავაში ევროპელი ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივას.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სამიტზე განიხილავენ მიგრაციული კრიზისია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics