18:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 22:09:36, 907 ნახვა

საზოგადოება
ყვარლის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს

ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მიმდებარედ ტყეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გარდაცვლილი, მათივე თანასოფლელი, 26 წლის ლექსო პეტრუზაშვილია.

სოფელ შილდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ლევან ხუციშვილი განცხადებით, გარდაცვლილი მამაკაცი ტყეში საკუთარი ოჯახის საქონელს მწყემსავდა.

"ვიცით, რომ მის ოჯახს საქონელი ჰყავდა და ლექსოც ხშირად დადიოდა ამის გამო სოფელთან ახლოს ტყეში. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ბიჭი რამდენიმე საათის წინ იპოვეს ხეზე ჩამოკიდებული, თუმცა რა ვითარებაში მოხდა მისი გარდაცვალება, ანუ მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ", - აცხადებს ლევან ხუციშვილი.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევას ყვარლის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics