09:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 15:14:45, 776 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: პანიკის საქმეში მარიონეტების შემდეგ თავად ბელადი ბიძინა ჩაერთო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს, ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა არაფერი აწუხებს.

ბოკერიას თქმით, პანიკის საქმეში მარიონეტების შემდეგ თავად ბელადი ბიძინა ჩაერთო. 

„ეს გასაგებია. დავაკვირდეთ რა აწუხებს ბიძინას და მის რაზმს - უმუშევრობა? - არა, სიღარიბის ზრდა? - არა, კრიმინალის ზრდა? - არა. აწუხებთ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა სათქმელი არ აქვს. ზუსტად ამიტომ და იმის გამო, რომ 4 წელია მავნებლობის გარდა არაფერი გაუკეთებია, 8 ოქტომბერს ხალხი მათ გადაირჩევს და მომავალმა მთავრობამ უნდა მივხედოთ საქმეს", - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის მცდელობა პირველივე დღიდან ჰქონდა. 

"მთელი "ნაციონალური მოძრაობა" კუთხეშია შეყრილი, ბოლო შემოდგომა დარჩათ და კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტუმარად ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსი არ აქვთ", - განაცხადა ივანიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics