06:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 13:36:06, 657 ნახვა

პოლიტიკა
მერაბ ჭიქაშვილი გორგასლის ქუჩაზე მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ითხოვს

 „ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“  წევრი,  კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი დედაქალაქის მერიას და მთაწმინდის გამგეობას მიმართავს.

 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორგასლის ქუჩის 13 ნომერში მცხოვრები  მოსახლეობის დახმარებას ითხოვს.

ჭიქაშვილის თქმით,  მერია და მთაწმინდის გამგეობა დაზარალებულებს მხოლოდ მინიმალურ ქირას უხდის.

„ჩემს უკან  გაჭირვებული ადამიანები დგანან, რომლებსაც 10 წლის წინ მიწისძვრის შედეგად  საცხოვრებელი სახლები დაენგრათ.   ჩვენ ახლა ვიმყოფებით ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩის 13 ნომერში, მეორე შესახვევში. აქ მცხოვრები 16 ოჯახის სახლი მიწისძვრამ პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა. ამ ადამიანების პრობლემა ვერც მაშინდელმა და  ვერც მოქმედმა მთავრობამ არ და ვერ მოაგვარა. ეს ადამიანები ამ უბანში გაიზარდნენ, აქ ცხოვრობენ , მათი შვილები და შვილიშვილები აქ დადიან სკოლებში. მაშინდელი მერია მხოლოდ ქირის გადახდით შემოიფარგლა, რაც მოქმედმა მთავრობამ გააგრძელა. ქირის თანხმები არის ძალიან მინიმალური. ისმის კითხვა? რა ეშველება ამ ხალხს? როგორ შეიძლება ამ ადამიანების პრობლემა მოგვარდეს? აუშენდებათ თუ არა ამ ადამიანებს სახლი?  კონკრეტული პასუხი არავისგან  არ ისმის. მთაწმინდის არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური   გამგეობის მხრიდან ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანების მისამართით ხმამაღალი საუბარი ისმის, კითხვებს სვამენ, რაღა გავაკეთოთ? რაღა გინდათ? ინვესტორი თქვენ მოიყვანეთ. დააკვირდით დაზარალებული მოსახლეობის სახეებს, ამათგან რომელი ერთი მოუყვანს მათ ინვესტორს, ან რომელი ინვესტორი მოვა, სადაც გვერდით, 5 მეტრში სააკაშვილის მამის ე.წ. ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქის მერია და  გამგეობა თუ კარგად არ გაიაზრებს  რას აკეთებენ, ეს არა დახმარება, არამედ დანაშაული იქნება“,-განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.   

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics