06:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 16:41:30, 834 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის  თვადცავის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი  ჟან-ივ ლე  დრიანი  ოქროს საწმისი ორდენით დააჯილდოვა.

 გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი და ძლიერი პარტნიორია.

„მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების კუთხით. მათი ურყევი მხარდაჭერით ხორციელდება ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საფარნგეთის თავდაცვის მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა.

„აღელვებული ვარ ასეთი პატივით. მე როგორც თავდაცვის მინისტრი ვაცნობიერებ, რომ სამხედრო თანამშრომლობა ამ ორ ქვეყანას შორის ამ ჟესტით პატივმიგებულია და არის მომავალი  წლების სტიმულაცია. არსებულ გამოწვევბთან საბრძოლველად   თბილისმა და საფრანგეთმა ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, არ მავიწყდება, რომ იასონი და არგონავტები სწორედ საქართველოში ჩამოვიდნენ ოქროს საწმისის  წასაღებად. არ მაქვს პრეტენზია, რომ ამ ლეგენდაში შევალ, მაგრამ ის სამი დღე რაც აქ გავატარე ჩემს მეხსიერებაში მუდამ დარჩება“,-აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics