01:24 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 18:03:43, 2120 ნახვა

ეკონომიკა
26 სექტემბერს ბათუმში 415 ნომრიანი სასტუმრო „EUPHORIA“ გაიხსნება

ბათუმში 415 ნომრიანი სასტუმრო „EUPHORIA“ 26 სექტემბერს გაიხსნება. მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო. ახალ ობიექტს შპს „მეტრო ატლას ჯორჯია" აშენებს. 

სასტუმრო "EUPHORIA" -ს მშენებლობაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა 14 სართულიანია. 415 ნომრინ სასტუმროში განთავსებული იქნება კაზინო, ღია და დახურული საცურაო აუზები. ასევე კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი. 

ობიექტის დასრულების შემდეგ სასტუმროში დასაქმდება 600 ადამიანი. სასტუმრო "EUPHORIA" საქართველოში პირველი „all inclusive" სასტუმრო იქნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics