01:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 14:49:43, 978 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ღმერთს ივანიშვილი საქართველოს დირექტორად არ დაუსვამს - რა უნდა რას გვემართლება

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ივანიშვილს „რესპუბლიკელების“ საშიშად მიაჩნია და ასეც უნდა იყოს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ბერძენიშვილმა განუცხადა, ივანიშვილი ჭკვიანი რომ იყოს, „რესპუბლიკელებს“ ასე არ შეეხებოდა.

„ივანიშვილს „რესპუბლიკური პარტია“ ყელში გაეჩხირა იმიტომ, რომ ეს პარტია ქართულ საზოგადოებაზე გავლენას ახდენს. ბიძინა ივანიშვილის კვლევებით კი, წესით, ჩვენ საოზგადოებაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს. ივანიშვილს ბერძენიშვილების, უსუფაშვილის, ხიდაშელის, ზურაბიშვილისა და კორძაიას ტელევიზიებში ხშირი გამოჩენა ნერვებს უშლის. ყოფილ პრემიერს ჰგონია, რომ ამას რომ იტყვის, ჟურნალისტებს ჩვენს მიმართ ინტერესი დაეკარგებათ. „რესპუბლიკელებზე“ ამბობს, რომ რეიტინგი არ გვაქვს და მაგათი არ მეშინიაო, მაგრამ რომ ვლაპარაკობთ, ეს არ მოწონს. ჩვენი კრიტიკა, როგორც ჩანს ივანიშვილს საშიში ჰგონია. დიახ, გონივრული კრიტიკა ძალიანაც საშიშია. „რესპუბლიკური პარტია“ ჯობს ვინმეს მეგობარი იყოს, ვიდრე მასთან დაპირისპირებული. ჩვენ გვყოფნის იმის რესურსი, რომ ვინმე სამართლიანად გავაკრიტიკოთ. თუ ჭკვიანი ივანიშვილი ჩვენს პარტიას ასე არ შეეხებოდა. თუმცა, ივანიშვილი არის ბიზნესმენი და პოლიტიკაში ბევრი რამ ვერ გაიგო. მისი აზროვნებაა, რომ სახელმწიფო არის თვითონ. თუმცა, ღმერთს ივანიშვილი საქართველოს დირექტორად არ დაუსვამს. გაუგებარია რას გვერჩის და რას გვემართლება“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სამეგრელოში მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებს“ კოალიციის დასუსტება სურდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics