01:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 09:33:53, 648 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: საქართველომ ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი  დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ყველა პარლამენტარის მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე საქართველოში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებზეც ისაუბრა:

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მომავალ თვეს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა მაღალი შეფასება მივცე ყველა პარლამენტარის მოღვაწეობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. საქართველომ ძალზე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე, თქვენ გააძლიერეთ კანონის უზენაესობა, ასევე აგრძელებთ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, ამ რეფორმების ძალისხმევა ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხისთვის, და იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს შეითვისოს ისეთი სტანდარტები, რომ ნატო-ს წევრობას მიაწიოს. ჩვენ დაპირება გვაქვს გაჟღერებული, რომ დავეხმარებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაში“,-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics