01:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 22:48:26, 818 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთობები დღითიდღე ღმავდება

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საქართველოს მთავრობის  მეთაურმა მადლობა გადაუხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ტალებ რიფაის ღონისძიების ჩატარების ადგილად საქართველოს შერჩევისთვის და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

„ჩემთვის საპატიოა თქვენი მასპინძლობა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც აღიარებულია, როგორც მეღვინეობის აკვანი. გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ სასიამოვნოდ ატარებთ დროს თბილისში და ეზიარებით საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურას. მომდევნო დღეებში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, უფრო ახლოს გაეცნოთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანას და მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს, რომლებიც 8 000 წელს ითვლის. თქვენ დარწმუნდებით, რა პრაქტიკული გავლენა აქვს ამ ტრადიციებს საქართველოს ფორმირებაზე დღეს. შარშან ჩვენ საექსპორტოდ გავიტანეთ 36 ბოთლი ღვინო, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღვინის ტურიზმზე მოდის. ტურიზმს, რომელიც საქართველოში სწრაფად ვითარდება, დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში. ასე რომ, არ არის გასაკვირი, რომ ურთიერთობები საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის დღითიდღე ღმავდება და ძლიერდება,“–განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ  საქართველოში არსებობს ღვინის დაყენების  უნიკალური ტრადიციული მეთოდები, მათ შორის ქვევრის მეთოდი, რაც აღიარებულია იუნესკოს მიერ და შეტანილია კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

„ამასთან, საქართველო ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით. ქვეყანაში ჩამოსული ტურისტი, პირველ რიგში, სტუმარია, სტუმრობის ბოლოსკენ კი ის უკვე ოჯახის წევრივით ახლობელია. დღეს ჩვენ - ექსპერტები, სპციალისტები, პროფესიონალები 42 ქვეყნიდან შეგვკრიბა ტურიზმმა და ღვინომ. დღეს თქვენ სტუმრები ხართ და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ოჯახის წევრის სტატუსით დაგვემშვიდობებით, რათა კიდევ არაერთხელ დაბრუნდეთ ჩვენთან,“–მიმართა პრემიერ–მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს.

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანმა ტალებ რიფაიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ღვინის უძველეს სამშობლოს, ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია.

ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია 9 სექტემბრამდე გასტანს და მასში  42 ქვეყნის 250 დელეგატი და  150-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics