01:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 19:38:44, 770 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში ვიზიტად მყოფი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი თალებ რიფაი მიიღო, რომელიც თბილისს ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენციის ფარგლებში ეწვია.

საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან თალებ რიფაისთან საქართველოს ტურისტული - კონკრეტულად კი, ღვინის ტურიზმის პოტენციალი და შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე,  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი უწოდა ბოლო წლებში საქართველოსა და მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციას შორის სწრაფად განვითარებულ ურთიერთობას.

როგორც პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, მოხარულია, რომ ქვეყანაში პირველად იმართება ღვინის ტურიზმის მსოფლიო კონფერენცია, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოს, როგორც ღვინის უძველეს სამშობლოს, ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია.

"კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენას, ასევე, საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციას. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში  განსაკუთრებულ როლს ასრულებს და მისი განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლების მიზანია", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლებლობების აქტიურად შესწავლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics