23:41 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 17:01:35, 735 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: უსუფაშვილის განცხადება სიურპიზია და არ მგონია, რომ პარტნიორებს სიურპიზებით უნდა ვხვდებოდეთ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უსუფაშვილმა და მისმა მეუღლემაც კარგად იციან, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ბაზების განლაგებაზე განცხადების გაკეთება, საქართველოს მთავარი პარტნიორისთვის - ამერიკისთვის სიურპრიზია.

„პირველ რიგში, ჩვენ თავდაცვის სფეროში ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის სრულიად ახალ ეტაპზე ვართ გადასული. მემორანდუმის იმპლიმენტაციის საკითხებით ვხელმძღვანელობთ, რათა მთლიანად რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საუკეთესო ფორმა შევარჩიოთ. აქ ჩვენს სურვილებზე არაა საუბარი, აქ საუბარია რეგიონალურ და გლობალურ უსაფრთხოებაზე. რაც შეეხება უსუფაშვილის განცხადებას - ვფიქრობ, ბატონი დავითი რეალობას კარგად ფლობს. ჩვენ ნატო-ტან და შეერთებულ შტატებთან ინტენსიური დიალოგი გვაქვს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მთავარი მხარდამჭერია. არ მგონია, რომ ჩვენს პარტნიორებს სიურპირზებს უნდა ვუკეთებდეთ და ასეთ ღია განცხადებებს ვაკეთებდეთ. უსუფაშვილის განცხადება კი არის სურპიზი თავად შეერთებული შტატებისთვის, რაც ძალიან კარგად იცის მანაც და მისმა მეუღლემაც. ამიტომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებს სიურპიზებით არ ვხვდებით. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ნატო არის საქართველოში“, - აცხადებს „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ წევრი.

შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ .საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს, და ეს ქვეყნისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics