23:40 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 15:21:33, 605 ნახვა

პოლიტიკა
ფხალაძე: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას.

ფხალაძის განცხადებით, ნატო-საქართველოს საბჭოს შეხვედრა საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პროცესის შეუქცევადობას, რომელსაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია.

„ჩრდილოატლანტიკური საჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაქსიმალურად დროულად მოხდეს იმ შეთანხმებების იმპლემენტაცია, რომელიც მიღწეულ იქნა ვარშავის სამიტზე. ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეხვედრების ფართო სპექტრს, რომლებზე განხილული იქნება აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც მნიშველოვანია ნატო - საქართველოს ურთიერთობებისათვის. ნატო - საქართველოს საბჭოს შეხვედრა საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პროცესის შეუქცევადობას, რომელსაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია. რადგან, როგორც წესი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი ვიზიტები არაწევრ სახელმწიფოებში არ ხდება და ამავე დროს, ეს საბჭოს მეოთხე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩენს, საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ცნობისთვის,  ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს დღეს ეწვია. დელეგაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში კი, შედიან ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

ხვალ დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ორმხრივი შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტი გენერალურ მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვებს.

ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა  გაიმართება ნატო-ს მუდმივ წარმომადგენლებთან.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics