11:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 22:03:04, 866 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, სასახლეში თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე უცხოელ სტუმრებს უმასპინძლა.

"ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" -  თბილისის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაკკეინის ინსტიტუტს აღნიშნული კონფერენციის ჩატარების ინიციატივისა და მისი განხორციელებისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე რეგიონის სტაბილურობის ჭრილში ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მის ფარგლებში გამართული დისკუსიისას მხარეები მიიღებენ  გადაწყვეტილებებს და იპოვიან პასუხებს იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც დგას რეგიონი, საქართველო, NATO და ევროკავშირი.

„იმედი მაქვს, რომ ამერიკისა და ევროპელი ლიდერების, ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ჩართულობით მიმდინარე ინტენსიური საუბრებით  და მოლაპარაკებებით მივალთ ყველაზე მშვიდობიან და შედეგიან გადაწყვეტილებამდე", -  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისა და კონფერენციაში მონაწილეობისათვის.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ტრანსატლანტიკური, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი", - აღნიშნა მიღებაზე კურტ ვოლკერმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics