23:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 15:47:27, 653 ნახვა

პოლიტიკა
ახალგორის საკრებულო მცხეთის მუნიციპალიტეტს სოლიდარობას უცხადებს და ცეზარ ჩოჩელის ირგვლივ ერთიანდებიან

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრები აღშფოთებას გამოთქვამენ მოქმედი კანონმდებლის  დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებული  განცხადებების  გამო. ამის შესახებ ისინი განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენთვის მიუღებელია მცხეთის საკრებულოს დეპუტატებისადმი დიმიტრი ხუნდაძის ცინიკური და თანამდებობისათვის შეუფერებელი დამოკიდებულება. შეურაცხმყოფელი იყო ცილისწამება კორუფციულ გარიგებაში ცეზარ ჩოჩელთან.

ამრიგად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სოლიდარობას უცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და უერთდება მათ ცეზარ ჩოჩელის მხარდაჭერის საკითხში, ვინაიდან ის გახლავთ დღეისთვის წარმოდგენილ კანდიდატთა შორის ლიდერი და მისი გეგმები ემთხვევა ჩვენს სამომავლო ხედვებს ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში. ასევე ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებთ, რომ საკრებულოს წევრთა სრული უმრავლესობა მხარს ვუჭერთ ,,ქართულ ოცნებას’’ და სრულ თანადგომას ვუცხადებთ მას.“ - ნათქვამია  ერთობლივ  განცხადებაში, რომელსაც  ხელს აწერს    ახალგორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  12  წევრი. ამავე  განცხადებაში ისინი   მოქმედ  დეპუტატს  მოუწოდებენ ხელი  აიღოს ბინძური  ჭორებით  მანიპულირებაზე და მმართველ  პარტიაში დაბეზღებაზე!

„ნუ იძლევა ფუჭ დაპირებებს, თითქოსდა  არჩევნების  შემდეგ ახალგორის  საკრებულოში მოახდენს კადრების გადაადგილებას, ვინაიდან შევახსენებთ, რომ  საკრებულო გახლავთ არჩევითი ორგანო“ -  აცხადებენ ახალგორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics