15:02 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 13:22:28, 984 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ გაზეთ “ასავალ-დასავალს” სასამართლო პროცესი მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გაზეთ “ასავალ-დასავალის” წინააღმდეგ „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოცხადა.

სასამართლომ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის სარჩელი და გაზეთ “ასავალ-დასავალს” მის მიერ გავრცელებული ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაავალა.

კერძოდ, გაზეთის ფურცლებზე უნდა გამოქვეყნდეს უარმყოფელი სტატიები, რომლითაც მკითხველს ეცნობება, რომ სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის შესახებ, კერძოდ:  

 (1) არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძემ და "თიბისი ბანკმა" უკანონოდ მიისაკუთრა "ელიტ ელექტრონიქსი", თავისუფლების მოედანზე მდებარე "ცეკავშირის" შენობა, "ბორჯომის" აქტივები და ცდილობს "გუდვილის" გაკოტრებას;

(2) არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ მამუკა ხაზარაძე არბევდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მერაბ კოსტავას;

(3) მამუკა ხაზარაძეს არანაირი კავშირი არ აქვს 2014 წლის 21 მარტს სოფელ გორაში მომხდარ თვითმკვლელობასთან.

„თიბისი ბანკი“ და მამუკა ხაზარაძე თანხის დაკისრების ნაწილში სასამართლოს უარს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან როგორც ბანკში აცხადებენ, ფაქტია, რომ „ასავალ-დასავალის“ მიერ სამომავლოდ ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირების ერთადერთი პრევენცია სწორედ მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებაა.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკმა“ და მამუკა ხაზარაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში გასული წლის თებერვალში შეიტანა და პატივისა და ღირსების შელახვისათვის მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 160,000 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა თავისუფალი მედიის განვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics