16:02 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 13:57:22, 895 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: ივანიშვილის განცხადება ადასტურებს, რომ ჩვენს გაერთიანებას ყველა მთავარ კონკურენტად აღიქვამს

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს გაერთიანებას არჩევნებზე ყველა მთავარ კონკურენტად აღიქვამს, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პარტია „ჩვენი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ყოფილი პრემიერის განცხადება.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენს გაერთიანებას არჩევნებზე ყველა ძირითად კონკურენტად მიიჩნევს. ამასთანავე, ყველა ცდილობს, რომ ამ კონკურენტს ნეგატიური ჩარჩო მიაკეროს და სულ იმას ამბობენ, რომ ვიღაცის სატელიტები ვართ. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი გაერთიანება და ეს ორივე მხარეს აცოფებს. საარჩევნო კამპანიის კუთხით, ჩვენ ჩვენი განრიგი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებზე სერიოზული შედეგი გვექნება. ივანიშვილის განცხადება მიუთითებს, რომ ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელსაც 8 ოქტომბერს გამარჯვება შეუძლია“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ,  დღეს ტელეკომპანია “GDS”-ის გადაცემაში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „მმართველი გუნდის მთავარ კონკურენტად, მაინც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა იკვეთება - ბურჭულაძის გაერთიანება და მეორე, თავად „ნაციონალური მოძრაობა“. ვფიქრობ, რომ მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ბურჭულაძის გაერთიანებაა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics