|
2016-09-01 13:21:40, 1293 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკი oikos-ის საზაფხულო სკოლის სპონსორია
1-5 სექტემბერს პაშა ბანკის მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი oikos-ის საზაფხულო სკოლას უმანსპინძლებს. oikos-ი არის საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც 1987 წელს დაარსდა შვეიცარიაში და მხარს უჭერს მდგრადი ეკონომიკის და მენეჯმენტის განვითარებას მსოფლიოში. საერთაშორისო საზაფხულო სკოლის თემატიკა იქნება: „განათლება უკეთესი მსოფლიოსთვის“. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 30 ქართველი და უცხოელი მონაწილე. ლექცია-ვორქშოპების ჩასატარებლად მოწვეული არიან უცხოელი და ქართველი პროფესორები და ფასილიტატორები. ხუთდღიანი პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდების გაცნობა და სწავლებაში ინტეგრირება. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, განავითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები, რომელთაც გამოიყენებენ როგორც საკუთარი, ასევე საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ლექციების ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პლანეტაზე ზრუნვა, ხალხთა შორის თანამშრომლობა, მომხმარებელზე ორიენტირებული ორგანიზაციების შექმნა, თანამშრომლების კეთილდეღეობა და სხვა. აღსანიშნავია, რომ oikos-ის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა უკვე მესამედ ტარდება საქართველოში. „პაშა ბანკი რეგულარულად აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში განათლების და პროფესიონალიზმის ასამაღლებლად. საზაფხულო სკოლის ფარგლებში საკმაოდ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე ხდება ფოკუსირება, რაც, მიგვაჩნია, რომ სასარგებლოდ წაადგებათ მონაწილეებს და მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას შემატებს მათ.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა. “განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. oikos-ი ყოველწლიურად 500-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს მსოფლიოს 30 ქვეყანაში. საზაფხულო სკოლის თემატიკა აქტუალურია დღევანდელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. დღევანდელი სტუდენტები სწორედ მომავალი გადაწყვეტილების მიმღებები არიან, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი მომზადება მომავალი გამოწვევებისთვის. ამ ყველაფრის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტნიორები და დონორები. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პაშა ბანკს მათი უანგარო მხარდაჭერისთვის.” - ანი ლომოური, oikos Summer School 2016-ის დირექტორი.
(R)
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)