06:28 - 28 Jun, 2026
|
2016-08-30 10:44:05, 783 ნახვა
საზოგადოება
ბოლო მონაცემებით, სადახლოში ქორწილში 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა
ბოლო ინფორმაციით, სადახლოში ქორწილში 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. ინტოქსიკაცია სავარაუდოდ, საკვებმა, ან სასმელმა გამოიწვია. მოწამლულები მარნეულის რაიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ისინი გუშინ გვიან ღამით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოინახულა. პაციენტების მდგომარეობა საგანგაშო არ არის: „ადგილობრივ კლინიკებში არის მობილიზება გამოცხადებული, ჯანდაცვის სამინისტრო არის სრულად ჩართული და ვფიქრობთ, რომ გამოვა ეს ხალხი ამ მდგომარეობიდან. რაც მე ვიხილე ჩემი თვალით და რასაც ექიმები ამბობენ, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)