|
2016-08-26 13:01:16, 2356 ნახვა
სპორტი
გია ხუხაშვილი: მორალური თვალსაზრისით, კარგი იქნებოდა, „ნაციონალებს“ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული საარჩევნო სიის პირველ ოცეულს აფასებს და აცხადებს, რომ არჩევნების წინ საპარლამენტო უმცირესობის რეიტინგი არც მოიმატებს და არც დაიკლებს. ხუხაშვილის აზრით, „ნაციონალების“ შანსი „ოცნების“ რეიტინგის დაგდებაა და არა საკუთარი ელექტორატის მომატება. „„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ პარტიული საარჩევნო სიის პირველ ოცეულში არაფერი ახალი არ არის. „ნაციონალებს“ საკუთარი ელექტორატი ყავთ, რომელიც არჩევნებამდე არც შემცირდება და არც გაიზრდება. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არ ქონდა თუ როგორ დაკომპლექტდებოდა პარტიის პირველი ოცეული. სიის სათავეში მყოფ ადამიანებს ბრძოლისუნარიანობას ნამდვილად ვერ წავართმევთ, მათ შეუძლიათ კონკურენტუნარიანები იყვნენ, მაგრამ არ მგონია, რომ „ნაციონალების“ მთავარი ამოცანა არჩევნებში გამარჯვებაა. მათი მიზანი „ოცნების“ დამარცხებაა და ამისთვის ყველა რესურსს გამოიყენებენ. „ნაციონალების“ შანსები დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დასუსტდება „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე. საპარლამენტო უმცირესობას ზრდის პოტენციალი არ აქვს, მაგრამ უმრავლესობის რეიტინგის დაცემის შანსი არსებობს“, - აცხადებს ხუხაშვილი. ექსპერტი სანდრა რულოვსის გამონათქვამსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მორალური თვალსაზრისით, კარგი იქნებოდა თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ საარჩევნო ციკლს გამოტოვებდა. „რაც შეეხება სანდრა რულოვსის განცხადებებს - ჩვენ თუ ძალადობაზე ვსაუბრობთ, ეს ძალადობა ნამდვილად იყო და წლების განმავლობაში რეჟიმი მძვინვარებდა. უკეთესი იქნებოდა თუ ეს პარტია მინიმუმ ერთ საარჩევნო ციკლს გამოტოვებდა. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი სურვილია და პოლიტიკას სხვა წესები გააჩნია. მხოლოდ რიტორიკული საუბარი, რომ ძალადობა აღარ იქნება, ეს საკმარისი არაა. აქ მხოლოდ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არაა საუბარი. არის ვერდიქტი და ის უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წარდგენა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდა. საპარლამენტო უმცირესობის ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. დავით ბაქრაძე; 2. სანდრა რულოვსი; 3. ელენე ხოშტარია; 4. რომან გოცირიძე; 5. ნიკა მელია; 6. გიორგი ტუღუში; 7. ოთო კახიძე; 8. სალომე სამადაშვილი; 9. ირაკლი აბესაძე; 10. სერგი კაპანაძე; 11. სერგო რატიანი; 12. გიორგი კანდელაკი; 13. ლელა ქებურია; 14. აკაკი ბობოხიძე; 15. გიგა ბოკერია; 16. თენგიზ გუნავა; 17. ირმა ნადირაშვილი; 18. მამუკა ჩიქოვანი; 19. თინათინ ბოკუჩავა; 20. გიორგი თევდორაძე. სანდრა რულოვსმა კი ზუგდიდში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ „მე მიშას ბევრჯერ ვესაუბრე, თვალებში რომ ჩაგხედავ, მინდა ვიცოდე, რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდება“.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)