09:33 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 10:10:40, 1752 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პოლიციის განყოფილებასთან ძლიერი აფეთქება მოხდა - გარდაცვლილია 9 ადამიანი

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჯიზრეში, პოლიციის განყოფლებასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი, მათ შორის 1 ოფიცერი, 25-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. ადგილზე სასწრაფო დახმარების ავტომანქანებია მობილიზებული. 

ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ პოლიციის განყოფილების შენობის დიდი ნაწილი დანგრეულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი.

მთავრობა, აფეთქებაში "ქურთისტანის მუშათა პარტიას" ადანაშაულებს. 

ცნობისთვის, ჯიზრე ძირითადად ქურთებით არის დასახლებული. 2015 წელს ქალაქში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics