01:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 13:58:02, 808 ნახვა

საზოგადოება
ყაზბეგის 20ა-სთან ახალი სკვერი მოეწყობა

ალ. ყაზბეგისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ახალი სკვერის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება  დეკორატიული ფილებით, დაიგება ბალახის ბელტები, დაიდგმება ორმხრივი საპარკე სკამები და დამონტაჟდება ორიგინალური სანათები. 

დაწყებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა. მისი განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია აუცილებლად გამწვანდება.

„აქ არაფერი იყო, არც ბალახი, არც თუნდაც ერთი სკამი ჩამოსაჯდომად, მხოლოდ დამტვრეული ფილები და კიბის რამდენიმე საფეხური. სამუშაოები დავიწყეთ და სულ მალე აქ იქნება პატარა, მაგრამ ლამაზი მწვანე კუნძული ყაზბეგის გამზირზე. პროექტის მიხედვით, აქ 60 ძირი ტუიასა და 25 ღვიის ნერგი დაირგვება, დამონტაჟდება 15 ერთეული განათების ბოძი და ასევე, დადგება სრულიად ახალი ავტობუსის გაჩერების ჯიხური,“ - განმარტავს გამგებელი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფენიქსი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 32 103 ლარია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics