19:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 18:04:11, 1311 ნახვა

ეკონომიკა
სადახლოში მიგრანტთა რეინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას და მასში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნული პროგრამის განხორციელებას კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განაგრძობს.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics