19:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 15:35:09, 1401 ნახვა

ეკონომიკა
ამბროლაურში აეროპორტის ახალი ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა იგეგმება

„ამბროლაურის აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდება“ - ამის შესახებ  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. 

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ასევე იგეგმება ინფრასტრუქტურის გაფართოება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

„მთავრობის სხდომაზე დღეს  ჩვენ გამოვიტანეთ პროექტი ნებართვის მოწონების შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს და მინდა ყველა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციას მოვუწოდო აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისთვის. ორი მიმართულება იქნება გამოტანილი: ერთი გახლავთ ამბროლაური, სადაც 1100 მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი  და ტერმინალი იქნება ასაშენებელი. ხოლო მეორე მიმართულება არის ინფრასტრუქტურის გაფართოება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში“ – განაცხადა  ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით,  ქუთაისიდან სექტემბრის თვეში უნგრული კომპანია Wizz Air  7 ახალი მიმართულებით დაიწყებს ფრენას.

 „არსებულ რეისებს დაემატება დორტმუნდი, სალონიკი, მილანი, სოფია, მემინგენი, ბერლინი და ლარნაკა. შესაბამისად, დღეს თუ ჩვენ გვაქვს 8 სიხშირე ევროპის მიმართულებით, სექტემბრიდან ჩგვექნება 23 სიხშირე, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება როგორც ტურისტულ ნაკადზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უპრობლემოდ იფრინონ ევროპაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics