|
2016-08-16 12:04:04, 2221 ნახვა
სპორტი
ცისკარიშვილი: თბილისში„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების 2/3 სიაში თბილისელთა გასაშაყირებლად აღმოჩნდა
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას აფასებს და აცხადებს, რომ თბილისელები იძულებულები იქნებიან იმკითხაონ მაჟრიტარობის კანდიდატებიდან ვინ რას წამოადგენს. „თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი 21 მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებიდან 2/3 სიაში თბილისელების გასაშაყირებლად აღმოჩნდა. მხოლოდ კანდიდატების 1/3-ია, რომელთაც შესაძლოა, თბილისელებმა ხმა მისცენ. აღნიშნული 2/3 თბილისში წარმატებას ვერ მიაღწევს. მათ სხვა რეგიონში შეიძლება ქონოდათ შანსი, მაგრამ არა თბილისში. თუმცა, იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ დედაქალაქში მრავლად არიან, გაჭირვების გამო, სხვა რეგიონიდან ჩამოსული ჩვენი თანამემამულეები. გამიკვირდება თუ ყყველა მაჟორიტარობის კანდიდატი პარლამენტში აღმოჩნდება. თბილისელები ახლა იძულებულები არიან იმკითხაონ თუ ვინ ვინ არის, გარდა სიის 1/3-ისა, რომელთაც მეტ-ნაკლებად ცნობადები არიან. კადრების დეფიციტი შეიძლება უნიჭო მაძებრის შემთხვევაში შეიძლება იყოს. ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ადამიანია და კარგი მაძებარი მათ აუცილებლად იპოვიდა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კონკრეტულად, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: 1. გლდანში, მე-20 ოლქში, კობაკობალაძე. 2. გლდანში, 21-ეოლქში, - ლევან კობიაშვილი. 3. გლდანში, 22-ე ოლქში - ლევან კობერიძე. 4. დიდუბეში, მე-15 ოლქში - ზაზა პაპუაშვილი. 5. დიდუბეში, მე-16 ოლქში - ილია წულაია. 6. ვაკეში, მე-2 ოლქში - ბიძინა გეგიძე. 7. ვაკეში, მე-3 ოლქში - ზაზახუციშვილი. 8. ისანში, მე-8 ოლქში - ირაკლი აბუსერიძე. 9. ისანში, მე-9 ოლქში - დავით ჭიჭინაძე. 10. ისანში, მე-10 ოლქში - ბექა ნაცვლიშვილი. 11. კრწანისში, მე-7 ოლქში - ბექა ოდიშარია. 12. მთაწმინდაზე, 1-ელ ოლქში პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.13. ნაძალადევში, მე-17 ოლქში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს სოფო კილაძე იყრის. 14. ნაძალადევში, მე-18 ოლქში - მიხეილ ყაველაშვილი. 15. ნაძალადევში, მე-19 ოლქში - ზაზა გაბუნია. 16. საბურთალოზე, მე-4 ოლქში - მამუკა მდინარაძე. 17. საბურთალოზე, მე-5 ოლქში - ნინო გოგუაძე. 18. საბურთალოზე, მე-6 ოლქში - ლევან გოგიჩაიშვილი. 19. სამგორში, მე-11 ოლქში - გიორგი მოსიძე. 20. სამგორში, მე-12 ოლქში - მარიამ ჯაში. 21. სამგორში, მე-13 ოლქში - შოთა ხაბარელი. 22. ჩუღურეთში, მე-14 ოლქში კი გია ვოლსკი.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)