|
2015-03-08 16:26:49, 2767 ნახვა
სამხედრო
მინდია ჯანელიძემ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედებს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედებს თავდაცვის უწყების შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში უმასპინძლა. მინდია ჯანელიძემ 2004 წლის საბრძოლო ოპერაციების დროს, 2008 წლის აგვისტოს ომისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების დედებს გაზაფხულის დადგომა და ქალთა თვე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ქალბატონებს გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და თანადგომა აღუთქვა: „დღეს, შედგა შეხვედრა ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან, დედებთან. ჩვენ მათ მივულოცეთ დედის დღე და რვა მარტი. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები იმიტომ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცების ოჯახებთან ქართულმა ჯარმა კონტაქტი არ უნდა გაწყვიტოს და ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს. ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში, სისტემატიურად ვუწევთ დახმარებას და მომავალშიც გავუწევთ; თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ჯარისთვის ამ ოჯახებთან ერთად ყოფნა და, ზოგადად, იმ ტრადიციის ჩამოყალიბება, რომ ჩვენ დაღუპული მებრძოლების ოჯახებს, მათ შვილებს, მათ დედებს არ ვივიწყებთ. შესაბამისად, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება“. გმირი სამხედროების დედებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართა. მან ყურადღება დედების ამაგზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლი დღეს საქართველოს ისტორიის კუთვნილება. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი დაესწრნენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)