22:28 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 16:02:57, 694 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ევროპის წამყვან ქვეყნებში ნორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით, პრეცედენტები არ არსებობს

 „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე   საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის უკანასკნელ განცხადებას ეხმაურება.

 „უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ველოდებით ბატონ გიორგი პაპუაშვილისგან, პასუხს იმ კითხვებზე რა კითხვებიც დაისვა და რაზეც საზოგადოებას პასუხი აინტერესებს. მის მაგივრად პასუხი გასცა სამმა მოსამართლემ, მათ ბოლო განცხადებაში დააზუსტეს, რომ ადგილი ქონდა სარჩელების არა შეცვლას, არამედ ელექტრონული ვერსიის წინასწარ დარიგებას, რომ მოსამართლეები საწრაფად გაცნობოდნენ საქმეს, ამაზე ალბათ კომენტარიც ზედმეტია და დამეთანხმებით რომ ეს არის თავის მართლების ყველაზე ცუდი ვერსია",-განაცხადა მდინარაძემ.

მისივე  თქმით,  მსგავსი პრეცედენტები, მსგავსი ნორმების და ნორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში პრაკტიკულად არ არსებობს.

" ყველაფერი ეს, უპასუხობა ამ კითხვებზე, ბადებს ძალიან საფუძვლიან ეჭვს ამ კონკრეტული საქმეების ლობირების. ეს მიგვიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ერთ დასკვნამდე რომ "ნაც. მოძრაობამ" დაკარგა კონტროლი სასამართლო სისტემაზე. კრახით დასრულდა მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც პირობითად ერქვა როგორც ჩანს საკონცტიტუციო გადატრიალება თუ რეოლუცია და ბოლოდროინდელი განცხადებები დაპოზიციები მიანიშნებენ იმაზე, რომ ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში და აქედან გამომდინარე, ყველაზე მწვავე და კრიტიკულ შეკითხვებს არ სცემენ პასუხს, რომელზეც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოებას აინტერესებს პასუხი და ეს კითხვები უპასუხოდ რჩება",-აცხადებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics