17:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 10:49:39, 657 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ბუდაპეშტში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, კახა კახიშვილი ბუდაპეშტს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სანდორ პინტერის მიწვევით სტუმრობს.

უწყების ინფორმაციით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ფანიაშვილი შედიან.

ვიზიტის ფარგლებში, კახა კახიშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სანდორ პინტერს, ასევე, უნგრეთის ციხისა და პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდება.

უნგრეთში ვიზიტის მიზანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, მათ შორის  პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში მიმდინარე და გატარებული რეფორმების, ასევე, დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი და დელეგაციის წევრები ბუდაპეშტისა და პალჰალმას ციხეებსაც დაათვალიერებენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics