21:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 09:39:44, 757 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: არ შეიძლება აგვისტოს ომი დაუსჯელი დარჩეს მხოლოდ იმიტომ, რომ დიდ სახელმწიფოზე გვაქვს საუბარი

„არ შეიძლება ასეთი ტიპის დანაშაული, რაც 8 წლის წინ მოხდა საქართველოში,ეთნიკური წმენდა, დაუსჯელი დარჩეს“,-ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა.

ხიდაშელი ფიქრობს, რომ აგვისტოს ომის მნიშვნელობა გაცილებით დიდი და ის ერის, ქვეყნის, ამომრჩევლის გაერთიანების დღე უნდა იყოს.

„არ შეიძლება ასეთი  ტიპის დანაშაული, რაც 8 წლის წინ მოხდა საქართველოში, ეთნიკური წმენდა, ყველა პარამეტრით საერთაშორისო ომის დანაშაულების მთელი კასკადი იყო, რჩებოდეს დაუსჯელი, იმის მიუხედავად, დიდია ქვეყანა თუ პატარა და მხოლოდ იმიტომ, რომ დიდ, სუპერსახელმწიფოზე გვაქვს საუბარი, დაუსჯელი დარჩეს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ 8 აგვისტოს მნიშვნელობა გაცილებით დიდია და ის ერის, ქვეყნის, ამომრჩევლის გაერთიანების დღე უნდა იყოს. დღე, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად 8 აგვისტოს გამო და არამხოლოდ, სამწუხაროდ ესეთი დღეები ჩვენს ისტორიაში ძალიან ბევრია, მაგრამ 8 აგვისტოს გამოც უარს ვეტყვით ერთხელ და სამუდამოდ ოკუპაციას იქ სადაც შეგვიძლია, იქ სადაც შეგვიძლია ამაზე სწრაფი და ეფექტური პასუხის გაცემა. ყველაზე მარტივი არის საარჩევნო ყუთები, სადაც შეგვიძლია არა ვუთხრათ ოკუპაციას და იმ ძალებს, ვინც დღესაც ბედავენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ გავაბრაზეთ რუსეთი, თორემ არაფერი მოხდებოდა“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics