21:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-07 15:13:49, 791 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ პენსიონერების ახალ პროგრამაზე მუშაობს

"ქართული ოცნება"  ახალ პროგრამაზე მუშაობს,  რომელიც სპეციალურად პენსიონერებზეა გათვლილი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 კვირიკაშვილის თქმით, პროგრამა გულისხმობს პენსიონერთა დასაქმებას და საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაასაქმებენ პენსიონერებს.

 "ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც პენსიისა და არც სოციალური შეღავათების მოხსნას. ეს არის დამატებით შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელთაც აქვთ ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენონ ის და შესძინონ თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას.  ამ პროგრამას ერქმევა "ცხოვრება გრძელდება" და ალბათ  უახლოეს დღეებში იქნება მისი პრეზენტაცია. ამაზე ასევე მუშაობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და  ფინანსთა სამინისტრო.  დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, ვინაიდან ბევრ ადამიანს მიეცემა ცხოვრების ხალისი და ვფიქრობთ, ის პოტენციალი, რომელიც უფროს თაობაშია შესაძლებელია უფრო კარგად გამოვიყენოთ",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics