18:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 12:30:21, 3989 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის მოადგილეებად ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი დაინიშნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებად ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი დაინიშნენ.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის ბრძანებებს 2 აგვისტოს მოაწერა ხელი.

ლელა ჩიქოვანმა თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა, ხოლო ნუკრი გელაშვილმა მოადგილის.

ჩიქოვანი ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, გელაშვილი კი, შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორი იყო.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა  ხიდაშელი სუს-ის უფროსის უკვე ყოფილმა მოადგილემ ლევან იზორიამ შეცვალა. იგი პრემიერმა 1 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics