18:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 14:09:07, 730 ნახვა

პოლიტიკა
ილია მეორე პრემიერს: ხალხს უყვარხართ და თქვენი სჯერა

„თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს“,-ასე მიმართა სარულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.

უწმინდესმა პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიაზე მყოფი პრემიერი და მთავრობის წევრები დალოცა.

პრემიერ–მინისტრო, მთავრობის წევრებო, მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად. წმინდა ილია წინასწარმეტყველი დიდი წმინდანია, მის სახელში ღმერთი ორჯერ არის ნახსენები. თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“,–ბრძანა პატრიარქმა.

თავის მხრივ, პრემიერმა კვირიკაშვილმა ილია მეორეს  დღესასწაული მიულოცა და საქართველოს საკეთილდღეოდ დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics