19:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 12:20:36, 775 ნახვა

პოლიტიკა
კახა გოგოლაშვილი: თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს, - იზორიას კი, პოლიტიკური წონა არ აქვს

ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარმატების მიღწევა გაუჭირდება.

როგორც გოგოლაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, იზორია არ არის ისეთი პოლიტიკური ფიგურა, როგორებიც ირაკლი ალასანია და თინა ხიდაშელი იყვნენ.

„თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს. მთავარი არ არის ის, რომ იზორია თავდაცვაში უსაფრთხოების სამსახურიდან გადავიდა თუ არა. მთავარია, თავდაცვის მინისტრი რამდენად ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა, რადგან საქართველოსთვის თავდაცვა პრიორიტეტული საკითხია. ვფიქრობ, იზორია არ არის ისეთი პოლიტიკური ფიგურა, როგორც, მაგალითად, ირაკლი ალასანია და თინა ხიდაშელი იყვნენ. წინა მინისტრებს უფრო დიდი გამოცდილება ქონდათ იმავე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ კი ნატოს-თან ურთიერთობა ძალიან გვჭირდება. თავდაცვის  მინისტრი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც უფრო დიდი პოლიტიკური ძალა აქვს და პარტნიორებთან საუბრისას თავდაჯერებული იყოს. წინა მინისტრებისგან განსხვავებით, იზორიას ეს გაუჭირდება. ლევან იზორიას პოლიტიკური წონა არ აქვს“, - აცხადებს გოგოლაშვილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics