|
2016-08-01 14:44:05, 4167 ნახვა
კულტურა
„თავისუფლებისა და მუსიკის სამი დღე“ – TBILISI OPEN AIR მსმენელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა
სამხრეთ კავკასიის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2016 გუშინ 31 ივლისს დასრულდა. სამი დღის მანძილზე ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართველი და უცხოელი მომღერლებისათვის სამ სცენაზე მოესმინათ. ფესტივალის მთავარი მოვლენა ირლანდიელი მუსიკოსი Demien Rice იყო. შესაბამისად, ფესტივალის მესამე დღე ყველაზე ხალხმრავალი და ოვაციებით სავსე აღმოჩნდა. ირლანდიელმა მომღერალმა მსმენელის მოლოდინი გაამართლა. არანაკლებ ემოციური იყო 30 ივლისს ამერიკელი გიტარისტის Steven Siro იგივე Steve Vai-ს, ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის–Unkle, 29 ივლისს კი ბრიტანული ჯგუფ Morcheeba-ს წევრების Skye-ს და Ross –ის, ასევე ფრანგული მუსიკალური ბენდის Air-ის გამოსვლა. დახურვის დღეს მთავარ სცენაზე ბოლო გამომსვლელი ინგლისელი შემსრულებელი Tricky იყო. რამდენიმე ქართული ბენდის პროტესტის მიუხედავად, მსმენელის წინაშე ბევრი ქართველი შემსრულებელი წარსდგა. მათ შორის: ერეკლე დეისაძე, მაქს მაჩაიძე, ზურმუხტისფერი ბედის ორდენი, ქეთათო, რობი კუხიანიძე და სხვები.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)