09:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 18:34:48, 875 ნახვა

საზოგადოება
დავით კინწურაშვილმა თეატრის გუნდის კოლეგიის წევრები გაათავისუფლა

ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა თეატრის გუნდის კოლეგიის წევრები გაათავისუფლა.

მათ შორის ის პირები არიან, ვინც კინწურაშვილის გადადგომას ბოლო დროის განმავლობაში ითხოვდნენ.

ცნობისთვის, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, თანამშრომლებმა კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე შეიტყვეს.  

კინწურაშვილის განცხადების მიხედვით, თანამდებობიდან გათავისუფლებული არიან: ნინო გოგინაშვილი, იამზე გურჩიანი, გოჩა გაბიზაშვილი. თანამდებობიდან ასევე თეატრის სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეკა გელაშვილია გათავისუფლებული. 

განცხადების მიხედვით ის სცენის მენეჯერის პოზიციაზე რჩება.  

ინფორმაციისთვის, ოპერის თეატრის ინფორმაციით, ოპერის თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად თეატრიდან იურისტი კახა ასლანიშვილი წავიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics