11:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 14:36:50, 583 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს „საშიშ ტენდენციებზე“ ადეკვატური პასუხის გასაცემად შეხვედრას სთავაზობს

ქვეყანაში შექმნილ საშიშ ტენდენციებზე ადეკვატური და აზრიანი პასუხის გასაცემად, მზადყოფნას გამოვთქვამ, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, საშიშ ტენდენციებში გულისხმობს ვითარებას, როდესაც „პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ გარკვეული არაფორმალური კავშირები სამართალდამცველ ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და ეს ტენდენცია პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული“.

„მე კარგახანია ვსაუბრობ იმის თაობაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული. კორცხელის შემთხვევა მე იმაზეც ვისაუბრე, რომ მისცემს გარკვეულ ტენდენციებს და ბიძგებს და ეს სინდრომი განსაკუთრებით არჩევნების პროცესში იქნება ძალიან რთული ყველასთვის. ჩვენ ძალიან ნათელი პასუხი უნდა გავცეთ იმას, როდესაც ხდება პოლიტიკურ ძალებსა და რაღაც ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში. მაგრამ აგრეთვე ჩნდება  ტენდენციები რაღაცა დაბალ დონეზე კავშირების ჩამოყალიბების. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ჩვენ არჩევნების პროცესში გვქონდეს სამართლებრივი, მშვიდი, დემოკრატიული პროცესი, იმისთვის, რომ დავიცვათ არჩევნები, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტები, მე გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩნდება ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, გავცეთ სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics