23:15 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 13:30:17, 1810 ნახვა

მსოფლიო
გერმანია მიიჩნევს, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა შეჩერდეს

გერმანიის ფედერალური მთავრობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა შეჩერდეს.

მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის შტეფან ზაიბერტის განცხადებით, ეს აუცილებელია იმ ქმედებების ფონზე, რომელსაც ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ახორციელებს.

ზაიბერტის თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყება „წარმოუდგენელია“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა.

აჯანყების შემდეგ თურქეთში ათასობით ადამიანი დაკავეს. თურქეთის პრეზიდენტი სიკვდილით დასჯის კანონის შემოღებას განიხილავს.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები, თურქეთმა ჯერ კიდევ 11 წლის წინ დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics