08:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 13:00:20, 715 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი სპორტსმენებს: თქვენს მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მილიონობით ქართველის გულს გააბედნიერებს

პრეზიდენტმა გიორგი  მარგველაშვილმა, პრემიერმინსტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ოლიმპიელებს სიტყვით მიმართა და   მომავალი გამარჯვებებისთვის სვლაში წარმატებები უსურვა.

„დღეს ორი მსოფლიო იბრძვის. ის, ბოროტება რომელიც, ჩვენ გუშინ ღამე ვნახეთ, როცა ასე მალულად და ქურდულად ადამიანები ხოცავენ ბავშვებსა და ქალებს, და ამის საპირისპირო ხართ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ღიად ასპარეზობთ გამარჯვებისათვის და თქვენს კეთილ ნებას აჩვენებთ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მსოფლიო არაერთხელ მოისმენს საქართველოს ჰიმნს თქვენი გამარჯვების აღსანიშნავად და თქვენს მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მილიონობით ქართველის გულს გაახარებს და გააბედნიერებს. მინდა გისურვოთ სულიერი მხნეობა, წარმატება და გამარჯვება ჩვენი ქვეყნისათვის. მე თქვენთან ვიქნები და მთელ საქართველოსთან ერთად გიგულშემატკივრებთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებში 39 ქართველი ოლიმპიელი 13 სახეობაში იასპარეზებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics