11:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 12:52:38, 718 ნახვა

პოლიტიკა
ფრანსუა ოლანდი: მიუნხენში მომხდარი ტერაქტი ამაზრზენია

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, მიუნხენში მომხდარი ტერაქტი ამაზრზენია და შიშის ატმოსფეროს შექმნისკენ არის მიმართული.

ოლანდის თქმით, გერმანიას შეუძლია საფრანგეთთან თანამშრომლობის და მეგობრობის იმედი ჰქონდეს.

"გერმანია ამ ყველაფერს გაუმკლავდება. მას შეუძლია ჩვენთან თანამსრომლობის და მეგობრობის იმედი ჰქონდეს", - განაცხადა ოლანდმა.

მისივე თქმით, ის შაბათს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დაუკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics