19:29 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 21:43:12, 1706 ნახვა

მსოფლიო
საქართველოს ელჩი თურქეთში ერდოღანთან გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ირაკლი კოპლატაძე, რამდენიმე საათის განმავლობაში რეჯებ ტაიპ ერდოღანთან გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდა. ამის შესახებ თავად ელჩმა "კურიერის" ეთერში განაცხადა.

ელჩის თქმით, პარლამენტში საგანგებო სესია ჩატარდა და ყველა საპარლამენტო ლიდერმა ერთობლივი განცხადება გააკეთა, სადაც გუშინდელი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმეს და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას მიესალმნენ.

ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება დაფიქსირდა უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რადგან მათ ერთობლივი განცხადება მიიღეს.

ელჩის თქმით, პრეზიდენტი ერდოღანი დიდი ხანია, გამოდის ინიციატივით, რომ საკონსტიტუციო ცვლილება მოხდეს და თურქეთი საპარლამენტო წყობილებიდან საპრეზიდენტოზე გადავიდეს.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტი და პრემიერი აღნიშნავენ, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ საზოგადოება ამბოხის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა, რამაც მდგომარეობა შეცვალა.

ელჩის თქმით, 3 ათასი ადამიანია აყვანილი მხოლოდ სამხედროებიდან.

ელჩმა ქართველების შესახებაც ისაუბრა, მან განაცხადა, რომ ათათურქის აეროპორტიდან 2 რეისი განხორციელდა და გოგჩენის აეროპორტებში 2 გამოფრენა არის დაგეგმილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics