05:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 16:00:23, 761 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე: ცვლილებები იქნება, თუმცა რადიკალური არა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რწმუნებულის ზურაბ პატარაძის განცხადებით, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დანიშნვის შემდეგ ხელისუფლებაში ცვლილებებს გეგმავს.

როგორც პატარაძემ აღნიშნა, ცვლილებები იქნება, თუმცა არა რადიკალური.

მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერ ფორმატში კითხვებისა და კონტაქტებისთვის მზად არის.

„რა თქმა უდნა, იქნება ცვლილება, ოღონდ რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებ. ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები. მალე იქნება კენჭისყრა, შესაბამისად, უფრო ვრცლად გავაკეთებ ბრიფინგს. ერთი რამ იცოდეთ, მედიის წარმომადგენლებისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება, ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ მზად ვართ, თქვენთან კონტაქტისთვის“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა. ამასთან, მან პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ მას საბჭო მხარს დაუჭერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics