|
2016-07-14 12:30:22, 577 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ბიზნეს პროექტები მოინახულეს. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი სარეინტეგრაციო დახმარება 165 მიგრანტს გაეწია, მათ შორის შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, სოციალური პროექტები 52 სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს დაუფინანსდა. მინისტრმა ქალაქ ხაშურში ხის საამქრო, სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზიები მოინახულა. აღნიშნული ბიზნეს პროექტები გერმანიიდან, საბერძნეთიდან და რუსეთიდან დაბრუნებულმა მიგრანტებმა, სახელწიფოს დაფინანსების დახმარებით განახორციელეს და დღეს მათი ოჯახების შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ახალციხეში, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გამართულ საინფორმაციო შეხვედრასაც დაესწრნენ. „მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას და მასში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. 2016 წელს დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნული პროგრამის განხორციელებას კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განაგრძობს“, - აცხადებენ სამინისტროში.
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)