03:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 20:36:39, 690 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ველოდებით თავდაცვის მინისტრის ვიზიტის დასრულებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პაატა ზაქარეიშვილის და თინა ხიდაშელის შემცვლელებს ამ დროისთვის არ ასახელებს.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა , ”ყველაფერს თავისი დრო აქვს”. რაც შეეხება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის და თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გადადგომის პროცედურის დასრულებას, კვირიკაშვილის თქმით, ეს უახლოეს დღეებში მოხდება. 

”გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პარტია გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებზე. შესაბამისად, იყო გარკვეული კონსულტაციები და ცივილიზებულად მივიღეთ გადაწყვეტილება. თავდაცვის მინისტრს აქვს ვიზიტი აშშ-ში, რომელიც ჩასატარებელია. დღეს არ ვღებულობთ ამ გადაწყვეტილებას, ველოდებით ვიზიტის დასრულებას. რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილს, ამ დღეებში დასრულდება აბსოლუტურად ცივილიზებულად ყველა პროცედურა”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, კვირიკაშვილი მოხარულია, რომ გარემოს დაცვის მინისტრმა თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

”ჩვენ გვქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე. კონკრეტულად მისი სამინისტროს მიმართულებით გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები. მოხარული ვარ, რომ გიგლამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. გიგლა არის ძალიან კარგი მინისტრი და ჩემთვის სასიამოვნოა მასთან ერთ გუნდში მუშაობა”, - აღნიშნა პრემიერმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics