00:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 17:25:20, 700 ნახვა

საზოგადოება
USAID-ი გამყოფ ხაზთან მდებარე თემების ეკონომიკური განვითარებისთვის პროექტს „ზრდა საქართველოში" იწყებს

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შიდა ქართლის გუბენრატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ეწვივნენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე თემებს.

შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელმა ოფიციალურად გახსნა პროექტი „ზრდა საქართველოში", რომელსაც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს Chemonics International Inc. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციულ საზღვისპირას მდებარე 70 თემს. აღნიშნული პროგრამა ხუთწლიანია და მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე თემების მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. კერძოდ, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობას; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების გარღმავებას, და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.

პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება 2000 სამუშაო ადგილი, 650 საწარმოში გაიზრდება გაყიდვების მაჩვენებელი, 11000 ოჯახს გაეზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics