03:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 14:11:55, 726 ნახვა

პოლიტიკა
აგულაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა

„ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს „რესპუბლიკურ პარტიასთან“, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“,-ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის  გიგლა აგულაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

აგულაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონულტაციების შემდეგ მიიღო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „რესპუბლიკური პარტია“ და დავრჩე გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში. ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს რესპუბლიკურ პარტიასთან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics