02:41 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 12:23:52, 5238 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საქართველოში ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, ტაავი როივასის ვიზიტის ფარგლებში,13 იანვარს, 10:00 საათზე, სასტუმრო “Radisson Blu Iveria”-ში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელსაც ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და ესტონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნულ ფორუმში ქართული და ესტონური მხრიდან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის 120-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ბიზნეს ფორუმზე საქართველოს ეკონომიკის ძირითად მიმართულებებზე (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა) კონცენტრირებული რამდენიმე პრეზენტაცია იქნება წარმოდგენილი. ფორუმის მომხსენებლები იქნებიან საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების მაღალი რანგის წარმომადგენლები და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ვიზიტად მყოფი მსხვილი ლატვიური კომპანიების ხელმძღვანელი პირები. ფორუმის ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, ბატონი ტაავი როივასი.

ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა (GCCI) და ესტონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატას (ECCI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics