22:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 12:39:35, 766 ნახვა

საზოგადოება
მარტვილში მდინარემ დაღუპული მაშველის ცხედარი გამორიყა

მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, მდინარე აბაშისწყალში დაღუპული მაშველის, ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარი იპოვეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველებმა მყვინთავის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს. 

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მარტვილში 3 დღის წინ მოხდა. სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა შსს-სთან შეუთანხმებლად, სამძებრო სამუშაოებში მყვინთავი ჩართეს. ელგუჯა ჯამრიშვილი 17 წლის ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც თავად დაიღუპა.

ბიჭის ცხედარი მდინარემ გუშინ გამორიყა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics